
„ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისი ლიდერი ბრძოლაში დაიღუპა. ის იყო ძალადობრივი ექსტრემისტული ფრაქციის მესამე ხელმძღვანელი, რომელიც მოკლეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ჯგუფის სპიკერმა თქვა, რომ ერაყელი აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში დაიღუპა „ღვთის მტრებთან ბრძოლაში“, მას გარდაცვალების თარიღი და გარემოებები არ დაუზუსტებია.
აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰაშიმი სირიის თავისუფალი არმიის მეამბოხეებმა ოქტომბრის შუა რიცხვებში, დარაას პროვინციაში მოკლეს.
დარაას პროვინციას ძირითადად სირიის სამთავრობო ძალები და მეამბოხეები აკონტროლებენ, რომლებმაც შეთანხმებას მიაღწიეს რეჟიმთან. ოფიციალური დამასკოს თქმით, პროვინციის სამხრეთში მეამბოხეებთან ერთად, დაიწყო ერთობლივი ოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა: „ჩვენ მივესალმებით განცხადებას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი ლიდერი აღარ დადის დედამიწის ზურგზე“