ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს წინააღმდეგობას რეპერი ქანიე ვესტი გაუწევს - ამის შესახებ ინფორმაციას ოკლაჰომას შტატის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო დღეს ქანიე ვესტმა საბუთების შემოტანა, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა და კანდიდატურის დარეგისტრირება მოასწრო, - წერია კომიისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანდიდატურის დაყენებამდე ამერიკელმა რეპერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ათობით მილიონმა ადამიანმა, მათ შორის ილონ მასკმა, რეპერს არჩევნებში დახმარებაც კი შესთვაზეს. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.