ჩართეს ახალი ხერხი, ლობისტური კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"მათ ჰქონდათ ყველანაირი მცდელობა, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მათ შორის, ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, მათი ტელევიზიის ლიდერები პირდაპირ მოწოდებას ავრცელებდნენ თვითდაზიანების თაობაზე, მთელი კამპანია ჰქონდათ აწეული, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ახლა ჩართეს ახალი ხერხი. ეს არის ლობისტური კომპანიის დაქირავება, პიარ კომპანიის დაქირავება და პიარის თემა უნდა იყოს რა, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისათვის, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის, ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს."

აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი