"მშვიდობის მტრები" აანონსებენ აქციას 9 დეკემბერს და რასაც მიაღწევენ, ყველა დაინახავს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"9 დეკემბერს მათ აქვთ დაანონსებული - მშვიდობის მტრებს, დაანონსებული აქვთ აქცია "მშვიდობის ქალაქის" წინააღმდეგ და ამ სლოგანის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა სლოგანი და სლოგანები, არამედ თავისთავად მათ აღიზიანებთ მშვიდობა ამ ქალაქში. ეს არის ერთადერთი მიზეზი. ისინი არიან მშვიდობის მტრები, უნდა იყვნენ მტრედები და არიან მტრები და შესაბამისად, მშვიდობის მტრები აანონსებენ ასეთ აქციას 9 დეკემბერს და რასაც მიაღწევენ ამით ბუნებრივია, ყველა დაინახავს"

- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე კალაძის წლევანდელ საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომის ფონზე, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი