
"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან მისნაირ მდგომარეობაში მყოფი პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან, ხოლო ის - საავადმყოფოში:
"სათანადო პირობებშია პატიმარი. უფრო მეტიც, ის არის პრივილეგირებულიც კი. ასე გამოდის სამწუხაროდ, სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრები იგივე ჩვენებით არიან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს კონკრეტულ პატიმარი იგივე ჩვენებებით არის საავადმყოფოში ამდენი ხნის განმავლობაში. პრივილეგირებულია რეალურად და სახელმწიფო მთელი ეს 400 დღეა პასუხისმგებლობით მოქმედებს" ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მომზადებული მძიმე დასკვნა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, არასაკმარისი აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ "ემპათიას" არ ენდობა, რადგან ისიც "ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული"