გიორგი გაბუნია პირდაპირ მოუწოდებდა სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, ვის მიჰყავს სიკვდილამდე, თქვენკენ მოიკითხეთ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და შესაძლო ფატალურ შედეგზე პასუხისმგებელი არა ხელისუფლება, არამედ "მთავარი არხია". 

"კონკრეტული თქვენი ტელევიზიაა მე მგონი, გიორგი გაბუნია, რომელიც დღეს დირექტორია, მაშინ ხელმძღვანელი იყო საინფორმაციოსი, პირდაპირ მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილს არა მარტო თვითდაზიანებისკენ, ამბობდა, რომ მას არასოდეს არ უნდა შეეწყვიტა შიმშილობა. პირდაპირ ამბობდა, რომ ის თვითდაზიანების გზით უნდა მისულიყო სიკვდილამდე. ეს არის თქვენი პოლიტიკური პარტიის მოწოდება, პირდაპირ და არავინ არ შეწინააღმდეგებია ამას. ამიტომ ვის მიჰყავს ეს ადამიანი, მათ შორის თავის პიარ-კამპანიებით სიკვდილამდე, ეს თქვენკენ მოიკითხეთ",- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ამასთან, ირაკლი კობახიძისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მომზადებული მძიმე დასკვნა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, არასაკმარისი აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ "ემპათიას" არ ენდობა, რადგან ისიც "ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული"  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი