თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება - კობახიძე

გამოქვეყნდა:

თუ ჩეხეთის ელჩმა ასეთი რამ თქვა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე დიპლომატის იმ განცხადების შეფასებისას, სადაც ის ამბობს, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი რუსეთში მიდის.

"არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა" თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, რა რეაგირება ექნებათ, კობახიძე ამბობს, რომ დიპლომატიური: "დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ" - ამბობს ის.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი