ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს - ნიკო კვარაცხელიას დედა

გამოქვეყნდა:

ყოველ დღე, პროცესის წინ და ისედაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს და დამხვრეტი იყო ჭელიძე და დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, ის დედა არ არის - ეს განცხადება ნიკო კვარაცხელიას დედამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, სადაც დღეს მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი იმართება.

"მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას. რომ არა თქვენ და რომ არა გაშუქება ყველაფერი ამის, ალბათ, ეს საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც არაერთი. 
მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდა,ს, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო."  ამბობს იზა ომაძე.

ნიკო კვარაცხელიას დედამ განცხადება ფეისბუქითაც გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დაგეგმილია მორიგი აბსურდის თეატრი.  

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით,  22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით. ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ კიდევ ერთი პირი ცნო.

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი