სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა მთელ რეგიონზე იქონიოს გავლენა - ანდრეი რუდენკო

გამოქვეყნდა:

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე პროცესებმა, შესაძლოა, მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე იქონიოს ზეგავლენა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავრცელებს.

რუსულ მედიასთან საუბარში ანდრეი რუდენკომ შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტასა და შუამავლების როლზეც ისაუბრა.

მთიანი ყარაბაღის საკითხი ჯერ კიდევ დასარეგულირებელია. ამ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული როლი შუამავლებს ეკისრებათ. ამ ეტაპზე, მთავარია საზღვარზე სისხლისღვრა შეჩერდეს, - განმარტა ანდრეი რუდენკომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი