"ვისაუბრეთ რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ" | შარ მიშელი ჩინეთში სი ძინ პინს შეხვდა 

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ევროპელი პოლიტიკოსი უკვე შეხვდა ქვეყნის მეთაურს სი ძინ პინს. მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება და ეკონომიკური საკითხები იყო.

 "დღეს ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები, გლობალური გამოწვევები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სრული ასპექტები" - დაწერა მიშელმა Twitter-ზე.

ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პატივი მიაგო გუშინ გარდაცვლილ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილ ლიდერს ცზიან ცზემინს.

შეგახსენებთ რომ ცზიან ცზემინი 30 ნოემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1993 წლიდან 2002 წლამდე იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი