სროლა აღმაშენებლის გამზირზე - 60 წლის კაცი გაურკვეველ ვითარებაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი იპოვეს.
აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლებმა, დაახლოებით 5 საათისთვის, მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს. თავდაპირველად მეზობლები ვარაუდობდნენ, რომ კაცი გარდაცვლილი იყო, თუმცა ცნობილი ხდება, რომ დაშავებული თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევა იმ ეზოში მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
სარედაქციო ჩასწორება: ბოდიშს ვიხდით ინფორმაციის შეცდომით გავრცელებისთვის, სადაც თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.