
თურქეთში, სამსუნის ერთ-ერთ პროვინციაში ძაღლმა საკუთარი პატრონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
როგორც მედია, საგამოძიებო უწყებაზე დაყრდნობით წერს, 32 წლის ოზგურ გევრექოღლუ ნადირობის შემდეგ დატენილ თოფს საბარგულში დებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა ჩახმახს თათი დაადგა და კაცი ადგილზევე მოკლა.
გამოძიება ისევ გრძელდება, თუმცა სამართალდამცველები მომხდარს უბედური შემხვევად განიხილავენ.