
"ემპათიას" დასკვნა "ოცნებაში" ვერავითარ ემპათიას ვერ იწვევს. "ოცნება" რეალობას თვალს არ უსწორებს და ამბობს, რომ სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის არ სჯერა.
ივანიშვილის გუნდისთვის საქართველოს მესამე პრეზიდნეტის და მათივე აღქმით ნომერ პირველი ოპონენეტის გათავისუფლება მძიმე კომპრომისია, რომელსაც ქვეყნის არევასთანაც აიგივებს. ივანიშვილის გუნდის ამ წინასწარი ვერდიქტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს უკვე მიმართეს და დაუძლურებული საქართველოს პრეზიდენტის გათავისუფლება, ან მინიმუმ სასჯელის გადავადება სთხოვეს.
ხელისუფლებას ცეცხლთან თამაშში ადანაშაულებს ოპოზიცია, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი კი აფრთხილებს, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის საქმე ფატალურად დასრულდება "ოცნება" ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხავს.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი