
საბოლოო გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო მიიღებს. პარტიის უმაღლესი მმართველი ორგანო დიდი ალბათობით ორშაბათს შეიკრიბება და სამუშაო ჯგუფის წარდგენილ ინიციატივებს განიხილავს.
ახალი თავმჯდომარის არჩევის ირგვლივ ვითარება ფაქტობრივად კვლავ უცნობია - გაურკვეველია ფორმატი, ფეისბუქ თუ ბლოკჩეინ ტექნოლოგია, და უცნობია თარიღიც, თუმცა პარტია სულ უფრო არჩევნების გადადებისკენ იხრება. დღეს გახმაურდა კიდევ რამდენიმე არგუმენტი პროცესის გადადების სასარგებლოდ.