
მზად ვარ პუტინს დაველაპარაკო, თუ მას ომის შეჩერება რეალურად სურს - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.
როგორც ბაიდენმა განმარტა, ის არ აპირებს ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებას უახლოეს მომავალში, მაგრამ მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს ესაუბროს, თუ ის ომის დამთავრებით არის დაინტერესებული.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას მხოლოდ ნატოს მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს.
"მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს თუ ნამდვილად ექნება ინტერესი, გადაწყვიტოს, რომ ომის დასრულების გზას ეძებს - მას ეს ჯერ არ გაუკეთებია" - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ წლის ბოლომდე აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტი არ იგეგმება.