"ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. მან ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არამარტო ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები, გაყიდა საქართველოს ინტერესები და მიყიდა ის რუსეთის ოლიგარქიას, ეს არის რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდა, მაგრამ მეტს გეტყვით, პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია ნამყოფი და უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. დუმის დეპუტატის ჩასვლა არის მეათეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა იმ პერიოდში და პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით, მეასეხარისხოვანია ეს და იმ დანაშაულს რაც თვითონ აქვთ, ჩადენილი, ვერ გადაფარავენ".
"ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე