თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ნავთობტანკერი აფეთქდა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პორტ სამსუნში, შავი ზღვის სანაპიროზე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას ამის შესახებ CNN Turk ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, სამსუნის პორტში ნავთობის ტანკერში აფეთქების შემდეგ, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი