თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - მედიის ცნობით, მათ სავაჭრო ცენტრში $8 000 მოიპარეს

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ბოლუს პროვინციაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს -   თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების კუთვნილი 8 ათასი დოლარი მოიპარეს. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პირმა, ინიციალებით მ.ი.-ს საჩივარი შეიტანა პოლიციაში, რის შედეგადაც, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

გამოცემის თანახმად, დაკავებულები სავაჭრო ცენტრში უცხოური სანომრე ნიშნის ავტომობილით მივიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი