რუსეთს არ აშინებს განცხადებები ან რაღაც დემარშები - სარჯველაძე ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე

გამოქვეყნდა:

"მე არ მგონია, რომ რაღაც ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი, ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი ქმედებები ხდება, როგორიცაა მაგალითად რუსეთის ფედერაციასა და მის მიერ აღიარებულ რომელიმე არარსებულ რესპუბლიკას შორის დგება თანამშრომლობა. ეს არ არის სამწუხაროდ და საუბედუროდ პირველი შემთხვევა და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, არ იქნება ბოლო შემთხვევა. სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული დღეს, ეს საუბედურო რეალობაა...

რეაგირების სხვადასხვა ფორმები არსებობს, შეიძლება ამაზე გაკეთდეს განცხადება, რაღაც რეაგირების ფორმა მოჰყვეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ რეაგირებაზე არის რაიმე რეზულტატის მიღწევა ამ მიმართულებით დამოკიდებული. ხვდებით, რომ რუსეთის ფედერაციას არ აშინებს, საუბედუროდ, განცხადებები ან რაღაც გარკვეული დემარშები, რომელსაც შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება აკეთებდეს ამ მიმართულებით"

- თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დუმის დელეგაციის ჩასვლაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი