ასე ცუდად არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო - ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტი მოინახულა მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. მედიასთან მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისეთ ცუდ მდგომარეობაში არ უნახავს, როგორშიც დღესაა. 

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საწოლიდანაც ვერ დგება.

"პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დედამ, გიული ალასანიამაც, რომელმაც თქვა, რომ უფრო სუსტად ეჩვენა, ვიდრე გუშინდელი ვიზიტის დროს. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი