"გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით" - კობა ნაყოფიას განცხადებით, პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს შეიკრიბება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივანი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება. ნაყოფია ამბობს, რომ გაკვირვებულია პარტიის წევრების სიჩქარით, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს და პოლიტსაბჭოს მოწვევა მოითხოვეს.

"მე ახლა ვიმყოფები კიევში, აქ უკრაინაში, დიდი თუ პატარა, და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებაში, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით", - თქვა კობა ნაყოფიამ. 

ნაყოფია ფიქრობს, რომ ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა თუ ლევან ბეჟაშვილი ბრიფინგის ნაცვლად კოლეგებს დაელაპარაკებოდა. 

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ფორმა არჩევნების ჩატარების და თვითონ კამპანია იყოს ღირსებული და ისეთი, რომელიც გააძლიერებს პარტიას მთავარ ბრძოლაში, რაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და "ქართული ოცნების" შეცვლას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი