"ვფიქრობ, რეალურად, სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს აღელვებს. სააკაშვილი კარგია მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მისი მდგომარეობა შეიძლება გამოყენებული იყოს პიარულად. ოპონენტებს არანაირი სამართლებრივი ან სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული პოზიცია არ გააჩნიათ და ამიტომ ქირაობენ პიარულ კომპანიას, რომელმაც უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი."
აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი