დეოკუპირებულ კუპიანსკში მოღალატეების სიები აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, კუპიანსკში აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი დოკუმენტების საცავი, რომლის განადგურებაც ოკუპანტებმა სავარაუდოდ ვერ მოასწრეს.

როგორც გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, აღმოჩენილ ნივთებს შორისაა იმ პირების სიები, რომლებიც ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ:

"ოკუპანტებმა დატოვეს საოკუპაციო პოლიციის თანამშრომლების პირადი საქმეები, წერილობითი თანხმობა მოღალატე-სამართალდამცველების თანამშრომლობაზე, საოკუპაციო ხელმძღვანელობის ბრძანებები, ვადების ცხრილები, თანამდებობებზე დანიშვნის ბრძანებები, კითხვარები, ფოტოები და მრავალი სხვა"- ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიების სახელმწიფო ბიურო აღმოჩენილ დოკუმენტებს შეისწავლის და ნივთმტკიცებად შეიტანს სისხლის სამართლის საქმეში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი