"სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსები ნამდვილი კაცები არიან" | პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ ე.წ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილე რუსი ოკუპანტები "ნამდვილი კაცები" არიან და მათ კრემლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

"ხელისუფლებამ უნდა გაუწიოს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის"
დროს მძიმედ დაშავებულ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს. ისინი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ყველა დონეზე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის. ისინი ნამდვილი მამაკაცები არიან. ისინი ჩვენი ქვეყნის დამცველები და  ჩვენი გმირები არიან, ღირსეულად შეასრულეს თავიანთი სამხედრო მოვალეობა და ახლა ჩვენი ამოცანაა მათ წინაშე ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა" - თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, ხოლო 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი