მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად მოწამლეს. ამერიკული ტოქსიკოლოგიური დასკვნა უკვე საჯაროა. მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი, რომელიც კვალიფიციური ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დაკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესახლების შემდეგ მოხვდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ უკავშირდება მედიკამენტებით მკურნალობას, ან რაიმე სამედიცინო ჩარევას. დოქტორი სმიტი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატს წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გართულებები სწორედ მძიმე მეტალებით მოწამლვას უკავშირდება.
ამავე ექსპერტიზით დგინდება ისიც, რომ ერთ-ერთი პრეპარატის არასწორმა დოზირებამ თავის ტვინის დარღვევები გამოიწვია.
საქრატველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად აკვირდება შეერთებული შტატები. „მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ -ასეთია დღეს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მოწოდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი