
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის "სავაჭრო-სამრეწველო პალატა" ვიეტნამში, საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაში მონაწილეობს. ინფორმაციას apsnypress ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიების ფარგლებში "აფხაზეთის დელეგაცია" ადგილობრივი პროდუქციის პრეზენტაციას ატარებს. გამოფენაზე ე.წ. დელეგაციამ ღვინო, მინერალური წყლები და "აფხაზური აჯიკა" წარადგინა.
"ჩვენი სავაჭრო პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, ვიეტნამი უახლოეს მომავალში გახდება ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში" - ამბობს ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის "ხელმძღვანელი" თამილა მირცხულავა.
გამოფენა ვიეტნამის ეკონომიკურად ერთ-ერთ ძლიერ სამხრეთ რეგიონში, ქალაქ ჰო ჩიმინში 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.