
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქცირებულია ათამდე სასულიერო პირი. მათ შორისაა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი.
სანქციები დაუწესდათ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ სასულიერო პირებსაც.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ეპარქიებს ჩხრეკს. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია რუსული რუბლები, ანტიუკრაინული პროპაგანდისთვის საჭირო ლიტერატურა, მოსკოვიდან მიღებული დირექტივები და ა.შ.