"თბილისის მერიამ ახალი წელი წინასწარ წელსაც ვერ გათვალა და 5 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა" | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, თბილისის მერიამ ახალი წელი წინასწარ წელსაც ვერ გათვალა და 5 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. მერიის განმარტებით კი, ტენდერის ნაცვლად გამარტივებული შესყიდვის გამოცხადება ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარებისთვის გახდა საჭირო.

"ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც თითქმის 5 მილიონი ლარია.

მერიის განმარტებით, ტენდერის ნაცვლად გამარტივებული შესყიდვის გამოცხადება ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარებისთვის გახდა საჭირო.

 ახალი წელი ყოველ წელს აღინიშნება და საინტერესოა, რატომ ვერ შეძლო თბილისის მერიამ რამდენიმე თვით ადრე ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.

 გამარტივებული შესყიდვები კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს, რისი მიზეზიც უკონკურენტო გარემო და ნაკლები გამჭვირვალობაა " - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი