მოსკოვში ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, მიკოიანოვსკის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. გამოცემა TASS ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.

ცნობილია რომ შენობის სახურავიდან ამ დრომდე შავი კვამლი ამოდის, სახურავის ნაწილი კი ჩამოინგრა. შენობიდან 13 ადამიანია ევაკუირებული.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი