ევროპა საკმარისად ძლიერი არ არის, მას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება - ფინეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის თქმით, ევროპა "არ არის საკმარისად ძლიერი" იმისთვის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დამოუკიდებლად გაუწიოს წინააღმდეგობა და მას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.

"თქვენთან სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე საფრთხეში ვიქნებოდით", - თქვა მან.

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი დონორია. ომის დაწყების დღიდან ვაშინგტონმა უკრაინას $18.6 მილიარდი გამოუყო.

იმ ფონზე, რომ ევროპული ქვეყნების მარაგი იწურება, სანა მარინიმ თქვა, რომ ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი უნდა გაკეთდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი