"ოცნების" კანონპროექტმა, შესაძლოა, მედიკამენტები გააძვიროს

გამოქვეყნდა:

შესაძლოა, მედიკამენტები კიდევ უფრო გაძვირდეს. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი წამლის ბაზარზე ფასებს შეცვლის. 

საკანონმდებლო ინიციატივა მედიკამენტის რეგისტრაციის ვადებს ეხება. ამ დრომდე არსებული შვიდდღიანი ვადა წამლის რეგისტრაციისთვის 15 დღემდე იზრდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დამატებითმა ბიუროკრატიულმა ბარიერმა, შესაძლოა, წამლის დეფიციტი შექმნას, რადგან მედიკამენტის ექსპორტის პროცესი დროში კიდევ უფრო გაიწელება. 

რატომ ართულებს მედიკამენტის რეგისტრაციის პროცესს ხელისუფლება? ამ კითხვაზე სპეციალისტებს ერთადერთი პასუხი აქვთ - საკანონმდებლო ინიციატივის უკან, შესაძლოა დიდი გარიგება იდგეს, რომელიც ძირითად ფარმაცევტულ კომპანიებს განსხვავებულ პირობებში ჩააყენებს მით უფრო მაშინ, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიის არაფორმალური მმართველი გახდა. ახალი კანონი ძირითადად მცირე ტიპის კომპანიებს დაარტყამს.  

ოპოზიციის პროგნოზი, რომ მედიკამენტის ფასი გაიზრდება და ბაზარზე კონკრეტული წამების დეფიციტი შეიძლება შეიქმნას, არ იზიარებენ ხელისუფლებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მედიკამენტების რეგისტრაციის დროის გაზრდა მხოლოდ ხარისხის კიდევ უფრო მკაცრი კონტროლით არის  განპირობებული.

გაიზრდება თუ არა წამლის ფასი ჯერ უცნობია, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც შესაძლოა მედიკამენტის გაძვირებას შეუწყოს ხელი, პარლამენტში ორი მოსმენით უკვე განიხილეს. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ კი ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის კომპანიებს შვიდის ნაცვლად, 15-დღიანი ლოდინი მოუწევთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი