
მთელი ბოლო კვირის განმავლობაში, ევროპულ დედაქალაქებში სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ, რათა მივიღოთ საჭირო მხარდაჭერა სპეციალური ტრიბუნალის წამოსაწყებად, რომელიც რუსულ აგრესიას ეხება. ლონდონში, პარიზში, ბერლინში ვარშავასა და სხვა დედაქალაქებში ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს და პარტნიორების მხარდაჭერის აკუმულირებას ვახდენთ. დარწმუნებული ვარ, ტრიბუნალი იქნება და სამართალი იზეიმებს
- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.