
ამერიკელი სენატორები ფარულ შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ უკრაინის დახმარების გაზრდის საკითხი. ინფორმაციას CNN სენატის თანაშემწეზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრა ოთხშაბათს 7 დეკემბერს გაიმართება.
CNN-ის ცნობით შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც თეთრმა სახლმა კიევისთვის დამატებით 37 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა. ეს თანხები შეიძლება შევიდეს წლის ბოლოს კონსოლიდირებულ კანონპროექტში, რომელიც უნდა დამტკიცდეს 16 დეკემბრამდე მთავრობის დასაფინანსებლად.
CNN-ის ცნობით, უკრაინის დაფინანსების მოთხოვნა გავრცელებულია აშშ-ის ოთხ სამთავრობო დეპარტამენტში. მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორის მიერ ნენსი პელოსისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, თანხები "უზრუნველყოფს უკრაინას ჰქონდეს დაფინანსება, იარაღი და მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, ასევე იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა მიიღონ სასიცოცხლოდ საჭირო დახმარება". გარდა ამისა, თანხები მიმართული იქნება საკვებისა და ენერგიის კრიტიკულ დეფიციტზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის შემოჭრით.
დახმარება შემდეგნაირად არის გადანაწილებული: