სროლა აღმაშენებლის გამზირზე - 60 წლის კაცი გაურკვეველ ვითარებაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
რა გახდა სისხლიანი ინციდენტის მიზეზი, დაზუსტებით ამ დრომდე არავინ იცის.
აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლებმა, დაახლოებით 17:00 საათისთვის, მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს. თავდაპირველად, მეზობლები ვარაუდობდნენ, რომ კაცი გარდაცვლილი იყო, თუმცა ცნობილი ხდება, რომ დაშავებული თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვას გულისხმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევა იმ ეზოში მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.