ვერცხლისწყალი და დარიშხანი მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში - ტოქსიკოლოგიური დასკვნა და მოწამვლის პუტინის მეთოდები

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია - გამოკვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობდა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში. ამერიკელი ექიმების დაწერილი ტოქსიკოლოგიური დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სკანდალურია. იქვეა განმარტებული რომ ვერცხლისწყალი და დარიშხანი  პაციენტის ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა. 

ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ხელს პროფესორი დევით სმითი აწერს, რომელიც 50 წლიანი გამოცდილების მქონე მეცნიერია. 

მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, იმ  სახელმწიფოს კვალი და სტილი ჩანს, ვისაც მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია მტრად ჰყავს გამოცხადებული და საფრთხედ მიიჩნევს. 

მოწამვლა პუტინის რეჟიმისა და რუსული სპეცსამსახურების მთავარი ხელწერაა. KGB-სა და FSB-ს ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრ ლიტვინენკო,  რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი შვილის იულია სკრიპალი, 2004 წელს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო და ბოლოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი - ეს პუტინის რეჟიმის ყველაზე გახმაურებული საქმეებია. 

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ შეგახსენებთ კრემლის ხელწერას. მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც ამ სახელმწიფოს ხსენება შემთხვევითი არ არის.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი