
პრემიერმინისტრის მუქარა მთავრობის სხდომიდან - ირაკლი ღარიბაშვილის თავდასხმის სამიზნე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელი PSP-ეა. მთავრობის მეთაური ამტკიცებს რომ PSP-ს აფთიაქებში წამლებთან დაკავშირებით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ. საქმე ეხება თურქული წარმოების იაფფასიან მედიკამენტებს. ღარიბაშვილმა პე-ეს-პეს ფარმაცევტები არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რომ თითქოს ისინი მომხმარებლებს ეუბნებიან, რომ თურქული მედიკამენტები კარგი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილი საკითხზე მკაცრი რეაგირებით იმუქრება.
პრემიერის ბრალდებებს, ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ საგანგებო განცხადებით უპასუხა და დაწერა რომ პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. რადგან ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების მედიკამენტების პროექტში საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთო და დღეს PSP თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორია საქართველოში. აქვე არის ხაზგასმა, რომ მომსახურება ექიმის დანიშნულების მიხედვით ხდება და არა ფარმაცევტების გადაწყვეტილებით. ისინი კი ვინც სექტორის მუშაობის პრინციპს კარგად იცნობენ, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ, რომელსაც საქმიან გაფრთხილებასთან საერთო არაფერი აქვს.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე