
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მინსკში, ბელარუსის თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.
არსებული ინფორმაციით მხარეები ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ცნობისთვის, მანამდე ბელარუსულმა სადამკვირვებლო ჯგუფმა "Belarusky Gayun" განაცხადა, რომ ხუთშაბათს, 1 დეკემბერს, ბელარუსში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი Tu-154M ჩავიდა, რომელსაც სავარაუდოდ რუსი გენერლების ჯგუფი მინსკში გადაჰყავდა.