"დროთა განმავლობაში ეს მოხდება" - პესკოვი კითხვაზე, როდის ჩავა პუტინი დონბასში

გამოქვეყნდა:

პუტინი საბოლოოდ ეწვევა დონბასს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

პესკოვის თქმით, "დროთა განმავლობაში ეს მოხდება, რა თქმა უნდა, რადგან ეს არის რუსეთის ფედერაციის რეგიონი" 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს პუტინმა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ხელი მოაწერა კანონებს უკრაინის 4 რეგიონის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ანექსიის შესახებ. 

კრემლი ამტკიცებს, რომ ეს რეგიონები ახლა რუსეთს ეკუთვნის, თუმცა რუსული ჯარები სრულად არ აკონტროლებენ ამ ტერიტორიებს და იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ ზოგიერთ რაიონში, მათ შორის ხერსონშიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი