რუსეთი აივ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ხუთეულშია

გამოქვეყნდა:

რუსეთი აივ ინფიცირების რაოდენობით, მსოფლიოს პირველ ხუთეულშია - ინფორმაციას უკრაინული მედია, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრისა და ჯანმოს აივ/შიდსის ზედამხედველობის ევროპული რეგიონალური ოფისის ერთობლივ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიოში აივ ინფექციის 1,5 მლნ ახალი შემთხვევია დაფიქსირდა, აქედან 3,9% რუსეთში.  ამ მაჩვენებლის მიხედვით, კი რუსეთს  მხოლოდ სამხრეთ აფრიკა (14%), მოზამბიკა (6,5%), ნიგერია (4,9%) და ინდოეთი (4,2%) უსწრებენ. 

ამრიგად, რუსეთში ყოველ 100 000 ადამიანზე აივ ინფექციის 40 200 შემთხვევა ფიქსირდება, რაც  15-ჯერ მეტია, ვიდრე გერმანიაში, სადაც ყოველ 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 2,7 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი