
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი 3 დეკემბერს თეირანში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გენერალ პოლკოვნიკ ალექსანდრ ფომინს შეხვდა - ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
ISW ირანის სახელმწიფო მედიას ეყრდნობა და წერს, რომ მხარეებმა განიხილეს დაუზუსტებელი სამხედრო თანამშრომლობა. ექსპერტები ასევე ფიქრობენ, რომ მხარეებმა, სავარაუდოდ, განიხილეს რუსეთისთვის, უკრაინაში გამოსაყენებლად, ირანული დრონების და რაკეტების მიყიდვა.
ბაგერი ირანის თავდაცვის მეთაურია და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე
შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია რუსულ მედიას.