
შვედეთმა დაადეპორტა პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფება - "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" (PKK).
მაჰმუთ თათმა შვედეთს თავშესაფარი 2015 წელს, მას შემდეგ სთხოვა, რაც მას თურქეთის სასამართლომ 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შვედეთის მიგრაციის სააგენტომ გასულ წელს თათის განცხადება უარყო.
შვედეთის მიგრაციის მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მთავრობა არ ჩარეულა.
PKK თურქეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განცხადება მაისში გააკეთეს. თურქეთი ალიანსში მათ გაწევრიანებას ბლოკავს იმ ბრალდების გამო, რომ ისინი PKK-ს მფარველობენ.
თურქეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორივე ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, თუმცა მათ ჯერ კიდევ მეტი უნდა გააკეთონ ანკარას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სტოკჰოლმი და ჰელსინკი ბრალდებებს უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს, პირობა დადეს, რომ ითანამშრომლებენ ანკარასთან, რათა სრულად გადაჭრას მისი უსაფრთხოების პრობლემები და ასევე გააუქმოს იარაღის ემბარგო.
NATO გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის 30-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ორივე ქვეყნის წევრობის წინააღმდეგი მხოლოდ თურქეთია.