"მზად ვართ, შევუერთდეთ დაღუპული ბიჭების გამოყვანის ოპერაციას - ველოდებით ბრძანებას" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი 

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებთან 10-საათიან ბრძოლას უკრაინის ქალაქ ბახმუტში გუშინ 5 ქართველი სამხედროს სიცოცლხე ემსხვერპლა. 

ერთ-ერთი ქართველი სამხედრო, გოჩა ხორავა "მთავრ არხს" უყვება, რომ დაღუპული 5 სამხედრო უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვსის საბრძოლველად მარტში წავიდნენ. ისინი 57-ე ბრიგადაში იბრძოდნენ. 

"დიდი რაოდენობით იყვნენ [მტრები] და ამიტომ ვერ გაუმკლავდნენ, 5 ქართველი დაიღუპნენ. ჩვენი ძმები, უკრაინელები არიან ძალიან ბევრნი დაღუპული კიდევ. მარტში ჩამოვიდნენ ჩემთან. 2 კვირის უკან მე სხვა ბრიგადაში გადავედი, ბიჭები 57-ე ბრიგადაში იყვნენ. ფრონტის ხაზიდან გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება. მემგონი დღეს საღამომდე უნდა იყოს გადმოსვენებული. ყველა ქართველი არის ჩართული",- ამბობს ქართველი მებრძოლი.

სწორედ ახლა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ბახმუტისკენ მიდიან, რომ ცხედრები გამოიყვანონ და იქ მყოფ სხვა ქართველებს დაეხმარონ.

"ბიჭებს აუცილებლად გამოვიყვანთ. ახლა ველოდებით დავალებას. გოჩა ხორავა ელოდება დავალებას. რამდნეიმე ადამიანი (შეგნებულად არ დავასახელებ რაოდენობას) მზად ვართ, შევუერთდეთ იმ უკრაინელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ  დაღუპული ბიჭების გამოყვანის ოპერაციას. აუცილებლად გამოვიყვანთ. ძალიან რთული მდგომარეობაა ბახმუტში",- ამბობს ქართველი მებრძოლი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპანტების წინააღმდეგ ქალაქ ბახმუტთან 5 ქართველი დაიღუპა. ქალაქი ამ დრომდე ალყაშია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი