საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანი ამბობს, რომ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს განიხილავს

გამოქვეყნდა:

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ირანი აცხადებს, რომ განიხილავს ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გადახედავენ ათწლეულების წინანდელ კანონს, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. გადაწყვეტილება უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს, რომელიც ირანში 2 თვეზე მეტია გრძელდება. 

ირანის გენერალური პროკურორი, რომელიც ცდილობს ჩაცმის კოდექსთან დაკავშირებული ორთვიანი პროტესტის ჩახშობას, ამბობს, რომ პარლამენტი და სასამართლო სისტემა ამ საკითხს განიხილავს.

 „პარლამენტიც და სასამართლო სისტემაც მუშაობენ [საკითხზე] იმის შესახებ, სჭირდება თუ არა კანონს რაიმე ცვლილება... მიმომხილველი ჯგუფი ოთხშაბათს შეხვდა პარლამენტის კულტურის კომისიას და შედეგებს იხილავთ ერთ-ორ კვირაში“, - თქვა ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა. 

პარალელურად პროკურორს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა შეიძლება შეიცვალოს კანონში ამ ორი ორგანოს მიერ. 

ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი