პირველი ინტერვიუ ბახმუტიდან - პარტიზანი მეომრების მეთაურს, დავით ქუქჩიშვილს "მთავარი არხი" ესაუბრა. მან აჩვენა რა ხდება რუსებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე.
ქართველი მეომრები დაღუპული 5 გმირის ცხედრის გამოსვენაბას საომარი ადგილიდან ამ წუთებში ცდილობენ. ქართველი სამხედროების თქმით, ვითარება ქალაქში ამ დრომდე ძალიან მძიმეა და ოკუპანტები ბახმუტს ინტენსიურად ბომბავენ.
"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით",- ამბობს დავით ქუქჩიშვილი.
ქართველი მეომრები ამბობენ, რომ ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ დაღუპული თანამებრძოლების ცხედრების გამოყვანა შეძლონ.
ამასთან, საქართველოში დაღუპულის ოჯახები სამძიმრებს იღებენ, მაგრამ მათ ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლიგან სამძიმრის წერილი არ მიუღიათ.