
ირანმა სიკვდილით დასაჯა ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან“ თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ადამიანი - ამის შესახებ "დოიჩე ველე" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, „ისრაელის საიდუმლო სამსახურის მითითებით სიკვდილით დასჯილი პირები იპარავდნენ და ანადგურებდნენ კერძო და სახელმწიფო ქონებას, "იტაცებდნენ ადამიანებს" და ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას.
ოთხი კაცი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა 2022 წლის ივნისში დააკავა.
ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი მოქმედებდნენ "მოსადის "ოფიცრების ინსტრუქციებით იარაღის გამოყენებისა და ადამიანების გატაცების შესახებ. სანაცვლოდ, მათ, სავარაუდოდ, მიიღეს ფული ისრაელიდან კრიპტოვალუტაში. განაჩენი ნოემბრის ბოლოს გამოიტანეს.