
რუსული მედიის ცნობით, კრემლი ახალი წლის "მოკრძალებულად აღნიშვნას" გეგმავს. გამოცემა РБК წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება კომპანიებს საახალწლოდ ხარჯების "შეკავებისკენ" მოუწოდებს.
კრემლიდან მოპოვებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ არდადეგებზე, ბავშვებისთვის შეზღუდვების დაწესება სასურველი არ არის, უფროსებმა კი ხარჯვისას, უმჯობესია "თავშეკავება" გამოიჩინონ.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ რუს ბავშვებს კრემლი "გმირების ხსოვნის სახელით" მისალოც ბარათებს დაამზადებინებს და მათ დაჭრილი ოკუპანტებისთვის ახალი წლის მისალოცად კლინიკებშიც მიიყვანს.
ასევე, რუსული მედია წერს, რომ გაიცა რეკომენდაცია, რომ საახალწლო ბაზრობები გამოიყენონ როგორც "საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ინსტრუმენტი".
"ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, შეაგროვონ და გაუგზავნონ საჩუქრები სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს, ასევე განათავსონ სტენდები ბაზრობებზე - "ყველაფერი გამარჯვებისთვის", სადაც ყველას შეეძლება შეიტანოს თავისი წვლილი სამხედრო პერსონალის საჭიროებების დაკმაყოფილებაში" - წერს რუსული მედია.