33 გმირი დაეცა უკრაინაში, მაგრამ დაეცა საქართველოსთვის და ჩვენს მტერთან ბრძოლაში. არც ერთი გარდაცვლილი გმირის სამძიმარზე ხელისუფლების წარმომადგენელი არ მისულა, და ოფიციალურად, სახელმწიფოს, ქვეყნის, ერის სახელით ამ გმირების ოჯახებისთვის სამძიმარი არ უთქვამს.
ურკაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს "ოცნების" წარმომადგენლები თითქმის არადროს ახსენებენ. მაც არც გამარჯვებას უსურვებენ, და არც ცოცხლად დაბრუნებას. მაგრამ როცა ახსებენენ ხოლმე, მათ ხან ტერორისტებს ეძახიან, ხანაც დაქირავებულ მებრძოლებს. სწორედ ისე, როგორც ამას კრემლის პროპაგანდა აკეთებს.
ჩვენი შემდეგი რეპორტაჟის მთავარი გმირი ამ წუთებშიც ბახმუტთან იბრძვის. როცა მასთან ინტერვიუს ვწერდით, ტრაგიკული ამბავი ჯერ მომხდარი არ იყო. გიორგი რუსიტაშვილი სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა გმირის წოდებით დააჯილდოვა, თუმცა უკრაინაში გმირად შერაცხული ჯარისკაცი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებამ კრიმინალად გამოაცხადა და დევნილად აქცია.
პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს ფესიბუქ პოსტის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასევე ფეისბუქით მიუვიდა შეტყობინება უკრაინის კიდევ ერთ ქართველ გმირს. ამ ლინკზე გადასვლის გამო კი საკუთარ სამშობლოში ძებნილად გამოაცხადეს და პატიმრობაც დაუსწრებლად შეფარდეს.