
უმძიმესი დღე მთელი საქართველოსთვის - ჩვენი 5 მებრძოლი უკრაინის მიწაზე დაეცა... დაეცა თავისი სამშობლოს თავისუფლებისთვის, დაეცა თავისი ქვეყნის მტერთან ბრძოლაში, დაეცა ჩვენი საერთო მომავლისთვის.
ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, ავთო რურუა, რომეო ფირჩხია, მერაბ ალადაშვილი. 5-ივე მათგანი ერთად, ერთ პოზიციაზე იდგა ბოლო ამოსუნთქვამდე. ბახმუტის ის შემოგარენი, სადაც ჩვენი მებრძოლები დაეცნენ, ახლაც ბრძოლის ველია. ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუმცა მცდელობას არავინ აკლებს.
დილითაც, კიდევ ერთი კონტრშეტევა ჰქონდა უკრაინის 57-ე ბრიგადას, რომლის რიგებშიც ირიცხებდონენ გარდაცვლილები, თუმცა დამატებითი დანაკარგების გამო, ოპერაცია ჯერჯერობით წარუმატებელია.
ავტორი: ბექა ყორშია