თურქეთის პოლიციამ სირიაში 18 სირიელი ტერორისტი დააკავა

გამოქვეყნდა:

თურქეთის პოლიციამ სირიაში 18 სირიელი ტერორისტი დააკავა - ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ ოპერაციები ჯარაბლუსის და ალ-ბაბის რეგიონებში ჩატარდა.

მედიის ცნობით, დაკავებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 13 წევრი, მათ შორის, ორგანიზაციის ფინანსური მეთაური. სამინისტროს ცნობით, ტერორისტები ახორციელებდნენ ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა ბაზის გაფართოება, დაზვერვის ინფორმაციის შეგროვება, პროპაგანდა და პოტენციური თავდასხმების დაგეგმვა. 

ასევე, დაკავებულია ქურთული დაჯგუფებების 5 წევრი, რომლებიც, ჯარაბლუსის რეგიონში სამოქმედო მიზნით იმყოფებოდნენ. 

მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას კი ამოღებულია 10-მდე ასაფეთქებელი მოწყობილობა, შაშხანები და 253 საბრძოლო ვაზნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი