
მედიის ცნობით, რუსეთმა აზიაში ნავთობის გადასატანად 100-ზე მეტი ტანკერი ანონიმურად შეიძინა - ინფორმასიას უკრაინული მედია ბროკერებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ამ გზით ოკუპანტ ქვეყანას "ჩრდილოვანი ფლოტის" ჩამოყალიბება სურს, რომ ნავთობი ინდოეთში, ჩინეთსა და თურქეთში გადაიტანოს.
მედია ასევე წერს, რომ ტანკერები პირდაპირი ამ არაპირდაპირი შესყიდვების გზით რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულმა ოპერატორებმა შეიძინეს. მათ შორის კი არის 29-მდე VLCC სუპერტანკერი, რომელთაგან თითოეულს ორ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის გადატანა შეუძლია. ასევე შეძენილია 31 Suezmax ტანკერი, რომლებსაც დაახლოებით ერთი მილიონი ბარელის ჩატვირთვა შეუძლია, ასევე 49 Aframax ტანკერი, რომელსაც 700 000 ბარელის გადაზიდვა შეუძლია.
”გემების რაოდენობა, რომლებიც რუსეთს დასჭირდება მთელი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, უბრალოდ შემაძრწუნებელია. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ საკმაოდ ბევრი გაყიდვა უსახელო მყიდველებზე და გაყიდვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ამ ტანკერებიდან ბევრი გამოჩნდა რუსეთში, რომ ჩაიტვირთოს ნედლი ნავთობის პირველი პარტია“, - თქვა ჰარვარდის დევისის ცენტრის რუსული ნავთობის ექსპერტმა კრეიგ კენედიმ.